ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 21.3%-ით გაძვირდა, ცხიმი – 16.4%-ით, წლიური ინფლაცია 3.5%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 3.5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 6.6%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+21.3%)
  • ზეთი და ცხიმი (+16.4%)
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+14.4%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+10.8%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+7.8%)
  • პური და პურპროდუქტები +5.2%)
  • თევზეული (+3.5%)
  • რძე, ყველი, კვერცხი (+2.8%)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები +1.4%)

ასევე, საქსტატი წერს, რომ ხილსა და ყურძენზე ფასი 3.3%-ით გაძვირდა.

საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 4.2%-ით გაიზარდა. განათლება 4.9%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.6%-ით, ჯანდაცვა - 8.8%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 0.5%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1.1%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.5%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.4%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 2.1%-ით გაიაფდა, ტრანსპორტი - 0.5%-ით. 

კომენტარები