მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ: ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ. ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ. თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს. თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ.
წინააღმდეგობის პლატფორმა
ჯაფარიძე: მთავარი მგონია პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება და ერთიანი სტრატეგია
tbl.ge/74x8
დაკოპირდა

ზურაბ ჯაფარიძეგირჩი მეტი თავისუფლებაწინააღმდეგობის პლატფორმაკოალიცია ცვლილებისთვისსალომე ზურაბიშვილი
ამავე თემაზე
- წინააღმდეგობის პლატფორმა: პოზიცია უცვლელია - მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს
- სანქციები, არჩევნები, პოლიტპატიმრები - წინააღმდეგობის პლატფორმა ვაიმარის ლიდერებს მიმართავს
- ზურაბიშვილი: უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით
- პლატფორმა: ძალა, რომელიც პროვოკაციებს აწყობს მოქალაქეების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმია
- ცუცქირიძე წინააღმდეგობის პლატფორმაზე: ჩვენი მოტივაცია წინააღმდეგობის გაძლიერებაა




