ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "FARA-ს ანალოგ" "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" III მოსმენით მხარი დაუჭირეს - მომხრე ივანიშვილის 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
"[...] მუხლი პირველი განსაზღვრავს ტერმინებს. მაგალითად, მოცემულია ვინ არის პირი, ვისაც ეს კანონი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკული კანონი, თავდაპირველ ქართულ გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებით, ვრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, ვინც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებით. ქართული გამჭვირვალობის კანონი კი ვრცელდება მხოლოდ იურიდიულ პირებზე, ერთი მაგალითი, თუ რამდენად უფრო მკაცრია ამერიკული კანონი.
მეორე მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო განცხადება, თუ რა განცხადება უნდა წარადგინონ ანტიკორუფციულ ბიუროში.
მესამე მუხლი განსაზღვრავს გამონაკლისებს, თუ რომელ პირზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება.
მეოთხე მუხლით განსაზღვრულია პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია, და შესაბამისი რეგულაციები.
მეხუთე მუხლი დოკუმენტების და ჩანაწერების წარმოებას გულისხმობს.
მეექვსე მუხლით ოფიციალური საჯარო მონიტორინგის, ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემის წესია დარეგულირებული.
მეშვიდე მუხლის მიხედვით, უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირების პასუხისმგებლობაზეა საუბარი.
ხოლო მერვე მუხლი განსაზღვრავს აღსრულებასა და ჯარიმებს.
მეცხრე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები იქნება.
ხოლო მეათე ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.





