ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში ტურისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

Getty Images

ტაჯიკეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კვირას ტაჯიკეთის დანღარას რეგიონში, რომელიც დედაქალაქ დუშანბედან 70 კილომეტრში მდებარეობს, მანქანა ველოსიპედისტებს დაეჯახა.

დაიღუპა ორი ამერიკელი, ერთი შვეიცარიელი და ერთი ჰოლანდიელი ტურისტი. დაშავდა კიდევ სამი ტურისტი.

ორი ეჭვმიტანილი სპეცოპერაციისას მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლეს. ამავე ოპერაციისას დააკავეს კიდევ 4 ადამიანი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტაჯიკეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები