სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ, პრესკონფერენციის მსვლელობისას იხუმრა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სრული იდიოტი უწოდა.
ფიცომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ევროპისთვის ტარიფების დაწესებაზე ილაპარაკა. შემდეგ კი იხუმრა, რომ ტრამპთან ლაპარაკის გამო ევროკომისიის პრეზიდენტმა გალანძღა.
"დღეს ტელეფონით ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ 2 საკითხი, პირველი – ტარიფები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ შემოიღეს. მან საშინლად გამლანძღა: რა ქენი რობერტ? რატომ გქონდათ მოლაპარაკება ტრამპთან? ნორმალური ხარ"? ნახევარი საათი მლანძღავდა, ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ". – თქვა ფიცომ.
როგორც ჩანს, ფიცოს იუმორის გრძნობა ბევრმა, მათ შორის ადგილობრივმა მედიამაც ვერ აღიქვა, ვინაიდან პრემიერს მოგვიანებით განმარტების გაკეთება მოუწია:
"მე ვფიქრობ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ხუმრობას მიმიხვდა. სამწუხაროდ სლოვაკურმა მედიამ და ოპოზიციამ ეს ხუმრობა ვერ გაიგო".





