ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

აქუბარდია: ივანიშვილს საბჭოთა წარსული ხიბლავს, სადაც ქვეყანას ერთი პარტია მართავდა

გარკვეულწილად, ეს ის რეაგირებაა, რაც MEGOBARI აქტს მოჰყვა. თუმცა, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საბჭოთა წარსული ხიბლავს, სადაც ქვეყანას ერთი პარტია მართავდა, სიახლე ნამდვილად არაა. ამას უნარი და განხორციელება სჭირდება და დაველოდებით, ამის უნარი რამდენად აღმოაჩნდებათ, იმიტომ, რომ წინააღმდეგობას გავწევთ, იმისთვის, რომ საქართველო არ დაბრუნდეს იმ საბჭოთა წარსულში, სადაც ივანიშვილს სურს, რომ ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს.

ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებას გახარია-საქართველოსთვის წევრი, თეონა აქუბარდია.

27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.

კომენტარები