გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს თეთრმა სახლმა უარყო ვლადიმირ პუტინის წინადადება უკრაინაში "დროებითი მთავრობის დანიშვნის" შესაძლებლობის შესახებ.
"რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაეროს, აშშ-ს, ევროპული ქვეყნების, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების ეგიდით უკრაინაში დროებითი მმართველობის დანიშვნა განვიხილოთ". - თქვა პუტინმა 27 მარტს.
თუმცა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ უკრაინაში მმართველობის განსაზღვრა მხოლოდ მისი კონსტიტუციითა და ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეიძლება.
პუტინის მტკიცებით, უკრაინის ამჟამინდელი მმართველობა არალეგიტიმურია, რადგან ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ვადა გაუვიდა. ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს.
ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევიდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.
"თუ ის [ზელენსკი] თავად არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა დანარჩენიც [არალეგიტიმური] არის". - თქვა პუტინმა და განმარტა, რომ არჩევნების ჩატარება უცხოური ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება, რათა დაინიშნოს მთავრობა, რომელსაც "ხალხის ნდობა აქვს".





