რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტარმერი ამბობს, რომ უკრაინაში განთავსებული ძალები რუსეთის შეკავებისთვის იქნება შექმნილი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ რამდენიმე ქვეყანამ სთხოვა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს წამყვანი როლი ეთამაშათ უკრაინაში ძალების გაგზავნის საკითხის გარშემო პარტნიორებს შორის კოორდინაციაში და ახლა ეს ორი ქვეყანა ამ ძალისხმევის შემდეგ ეტაპებზე გადაყვანაზეა ფოკუსირებული.

თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში ორი სახელმწიფო თამაშობს წამყვან როლს, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყნების ჯგუფს ერთობლივი რეაგირების სურვილი აქვს და ევროპა "ახალ როლს ირგებს".

სტარმერის თქმით, კოალიციის ძალები უკრაინაში დაეფუძნება უკრაინის არმიის ძლიერ მხარეებს და იქნება "შეკავებისთვის შექმნილი ძალა, რათა პუტინს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ეს შეთანხმება დაცული იქნება".

მანამდე, ამავე შეხვედრიდან გამოსულმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ კოალიციის "დამზღვევი ძალები" კონფლიქტის ხაზზე არ იქნება განლაგებული და ისინი კონკრეტულ სტრატეგიულ რეგიონებში განლაგდებიან და სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისა და რუსეთის შეკავების ფუნქციას შეასრულებენ

კომენტარები