"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ცდილობენ, რომ უკაირანაში რუსეთის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ "დამზღვევი ძალები" გააგზავნონ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შეთანხმების გარანტორები და რუსეთის შემაკავებლები იქნებიან.
"დამზღვევი ძალები არის ბრიტანულ-ფრანგული წინადადება, რომელიც უკრაინასაც სურს“ - თქვა მაკრონმა. მან ასევე დაამატა, რომ ჯერ-ჯერობით პარტნიორებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მისი თმით ძალების გაგზავნას სრული კონსენსუსი არც სჭირდება.
ის ამბობს, რომ "დამზღვევი ძალები" კონფლიქტის ხაზზე არ იქნება განლაგებული და ისინი კონკრეტულ სტრატეგიულ რეგიონებში განლაგდებიან და სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისა და რუსეთის შეკავების ფუნქციას შეასრულებენ.
ასევე, მან თქვა, რომ მომავალ დღეებში ბრიტანულ-ფრანგული დელეგაცია უკრაინაში ჩავა, რათა უკრაინელებთან ერთად ამ და სხვა საკითხების დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა.





