სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ტურისტი დაიღუპა - ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
BM.GE თემასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის კომენტარს ავრცელებს. ჟორჟოლიანის თქმით, უშგულში 4 ალპინისტი გიდის გარეშე სრიალებდა, საიდანაც ერთი ადამიანი ზვავს ემსხვერპლა, დანარჩენები, ზვავის გვერდით დარჩნენ და გადარჩნენ.





