სამხრეთ კორეაში, სეულში გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 24 მარტს მოხდა - განგდონგის უბანში გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი შიგნით ჩავარდა და დაიღუპა.
მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი დღეს, 25 მარტს იპოვეს.





