ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ბრეგვაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"2025 წელი, 21-ე საუკუნეა და საკუთარი აზრის გამოთქმის გამო "ვისჯები". თურმე, დღეიდან საჭირო კადრი აღარ ვარ - ჩემი და მერიის არქიტექტურის სამსახურის 7-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა.

მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ პერიოდში მივიღე და მადლობა იმისთვისაც,რომ დღეს, როგორც არასდროს, ზუსტად ვიცი, რომ სწორ გზაზე ვარ. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღე ყოფილა, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება, ასეთი უსამართლობა არასოდეს მიგრძვნია. ერთი კაცის ეგოს მორგებული ქვეყანა და სახელწიფო ინსტიტუციები დიდხანს ვერ გაძლებს, საკუთარ სიმცირეს ვერ მორეულნი სხვების დამცირებას ცდილობენ, მაგრამ რომ იცოდე, 229 კაცზე ბევრად მეტნი ვართ "ფრატელო" - წერს ნინო ბრეგვაძე.

ის სოციალურ ქსელში სერთიფიკატის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურისგან შარშან მიიღო.

 

კომენტარები