დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ტრამპის მრჩევლის თქმით, აშშ-ს მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული განიარაღებაა

ამერიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, CBS-თან ინტერვიუში განმარტა, რომ აშშ მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის "სრული განიარაღებაა".

"ირანმა უნდა დათმოს პროგრამა ისე, რომ ეს მთელმა მსოფლიომ დაინახოს". - თქვა მან.

უოლცმა დაამატა, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება და დროა, ირანმა სრულად მიატოვოს ბირთვული იარაღის შექმნისკენ მისი მისწრაფებები".

ტრამპის მრჩეველმა ასევე ბოლო დღეებში აშშ-ს მიერ იემენელ ჰუსიტებზე მიტანილ იერიშებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შედეგად აშშ-მ იემენური ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი წევრი მოკლა.

"ჩვენ მათ შტაბ-ბინებს, საკომუნიკაციო პუნქტებს, იარაღის საწყობებსა და წყალზე მყოფ დრონების საწარმოებსაც კი დავარტყით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში". - თქვა უოლცმა.

თუმცა, მან დაამატა, რომ ჰუსიტები განაგრძობენ, საფრთხე შეუქმნან წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებს. "ბოლოს, როდესაც ჩვენმა საესკადრო ნაღმოსანმა იქ სრუტეები გაიარა, 23-ჯერ დაესხნენ თავს. აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების 45%-ს ახლა აფრიკის სამხრეთ სანაპიროს შემოვლა უწევს, სუეცის არხის გავლის სანაცვლოდ".

კომენტარები