სუჯაში გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა. უკრაინული და რუსული მედია სოციალურ ქსელებში აფეთქების კადრებს ავრცელებს.
სადგური ევროპაში გაზის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არც რუსული და არც უკრაინული მხარე არ იღებს.
პირველადი ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსულ Z არხებში გავრცელდა. რუსი პროპაგანდისტების მტკიცებით აფეთქების უკან უკრაინა დგას.
რუსეთის ბრალდებას გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. უწყების ინფორმაციით, აფეთქება რუსულმა სპეცსამსახურებმა მოაწყეს, შემდეგ კი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებენ, რომლის მიზანი უკრაინის დისკრედიტაციაა.