2025 წელს ჩინეთმა კანადის ოთხი მოქალაქე დასაჯა სიკვდილით. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ავრცელებს.
"ჩვენ ვგმობთ ჩინეთის მიერ კანადელების სიკვდილით დასჯას. მე პირადად ვთხოვე შეწყალება, ისინი ორმაგი მოქალაქეები იყვნენ" – თქვა ჯოლიმ.
კანადური მედიის ინფორმაციით, ოთხ პირს ნარკოდანაშაულში ედებოდათ ბრალი.
კანადაში ჩინეთის საელჩომ კანადის მთავრობა "უპასუხისმგებლო კომენტარების გაკეთებაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მათი უფლებები სრულად იყო დაცული.