რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 197 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 197 მოქალაქე, მათ შორის, 175 სამხედრო დაიბრუნა.

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც უკრაინა თავის ხალხს სახლში აბრუნებს. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდა 175 უკრაინის დამცველი. ამასთან, დამატებით ბრუნდება 22 ადამიანი. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები და ისინიც, ვინც რუსეთმა გაყალბებული ბრალდებებით დევნა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა. სახლში ბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები – მეომრები, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის რიგებში. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე - მარიუპოლში, აზოვსტალში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონში, ასევე ხარკოვის, ნიკოლაევის, ზაპორიჟიეს, სუმისა და კურსკის რეგიონებში". - წერს ზელენსკი.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა 5 თებერვალს მოხდა, მაშინ უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 150 მოქალაქე დაიბრუნა.

კომენტარები