მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ ნაციონალისტი აშშ-სთვის ვარ, სხვა არავისთვის. ეს საინტერესოა, რადგან რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი არავინ ყოფილა. მე ვიყავი, ვინც Nord Stream 2-ზე მიუთითა და მე გავაჩერე ის.
Nord Stream ყველაზე დიდი მილსადენია, ალბათ, მსოფლიოში, რომელიც მთელ ევროპას ამარაგებს და სანამ მოვიდოდი მას აშენებდნენ... და მე შევაჩერე, სრულად მკვდარი იყო, ადგილზე გავაჩერე. ეს არ ჰგავს იმას, ვინც ძალიან კეთილია [რუსეთის მიმართ]. ეს ყველაზე დიდი პროექტი იყო, რაც ოდესმე ჰქონდათ და მე გაჩერებული მქონდა. როცა ბაიდენი მოვიდა, მან დაუყოვნებლივ დაამტკიცა, მაშინვე. ერთ-ერთი პირველი, რაც თანამდებობის დაკავების შემდეგ გააკეთა, Nord Stream 2-ის დამტკიცება იყო.