უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები (ЗСУ) ბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებებში არიან ჩართულები.
კითხვაზე, ატარებს თუ არა უკრაინა ბელგოროდში სამხედრო ოპერაციას, რომლის შესახებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, ზელენსკი პასუხობს, რომ უკრაინას უფლება აქვს, რუსული იერიშებისთვის თავის ასარიდებლად წინმსწრები ნაბიჯები გადადგას.
"ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული ნაბიჯები, სანამ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება. [...]
სუმის ოლქის საზღვარზე ჯარისკაცების ახალი შეგროვება ვნახეთ. ვხედავთ, რისი გაკეთება სურთ, მათ სურთ, რომ სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს ოლქებზე იერიშები მიიტანონ. აი, რას ვხედავთ ჩვენ. ამის საშუალებას ჩვენ მარტივად არ მივცემთ". - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ЗСУ-მ "დემიდოვკასა და პრილესიეს მიმართულებით რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში ერთეულების გარღვევა" სცადა. სამინისტროს თანახმად, დღის განმავლობაში 5 თავდასხმა მოხდა.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ვითარებას აკონტროლებენ და კიდევ ერთხელ უარყო ცნობები, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში არიან მოქცეულები.
"უკრაინა კურსკის ოლქში თავის ამოცანას ასრულებს, იქ უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან და გააგრძელებენ იქ ყოფნას, სანამ ეს ოპერაცია ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გავძლიერდით ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით. [...]
მას შემდეგ, რაც პუტინა მოყვა, რომ ჩვენი ბიჭები იქ ალყაში არიან მოქცეულები, ჩვენი ბიჭები იქ ადგილზე დგანან, რაც აჩვენებს, რომ ისინი ალყაში არ არიან. პუტინი არ წყვეტს, სად და როდის იარონ მათ". - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ არხებზე 18 მარტის დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ.
შეგახსენებთ რომ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ "ალყაშემორტყმული" უკრაინელების დანდობა სთხოვა.
პუტინი ირწმუნებოდა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) ნაწილი "ბლოკირებულია".
უკრაინის გენშტაბი "ალყის" შესახებ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც უკრაინაზე ზეწოლას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.





