უნგრეთის პარლამენტში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანაში პრაიდის ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, სახის ამოცნობის პროგრამის გამოყენებით დაადგინოს მონაწილეთა ვინაობა.
უნგრეთის მმართველი პარტიის Fidesz-ის და მათი პარტნიორი ქრისტიან-დემოკრატიული კოალიციის მხარდაჭერილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 136-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა.
ახალი კანონის ფარგლებში აკრძალულ ღონისძიებაზე დასწრება 200 000 უნგრული ფორინტით ($546) დაისჯება. ჯარიმის თანხა კი "ბავშვთა დაცვის" მიზნებს მოხმარდება. სავარაუდოდ, ხელისუფლება მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებს.
უნგრეთის შეკრების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, დანაშაულად ჩაითვლება ისეთი ღონისძიების გამართვა ან იმ ტიპის ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც არღვევს უნგრეთის "ბავშვთა დაცვის" შესახებ კანონმდებლობას, რომელიც 18-წლამდე პირების თანდასწრებით ჰომოსექსუალობის "გამოხატვას ან პროპაგანდას".