15 მარტს, აშშ-ის საჰაერო დარტყმამ დასავლეთ ერაყში მოკლა ISIS-ის გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი და ამავდორულად ორგანიზაციის მეორე პირი, აბდალაჰ მაკი მუსლიჰ ალ-რიფაი, ასევე ცნობილი როგორც „აბუ ხადიჯა“.
გენშტაბის განცხადების მიხედვით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ალ-ანბარის პროვინციაში განახორციელეს მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმა, რომელმაც აბუ ხადიჯა მოკლა.
აშშ-ის და ერაყის ძალებმა აბუ ხადიჯას იდენტიფიკაცია დნმ-ის ნიმუშის საშუალებით შეძლეს, რომელიც მანამდე ჩატარებული ოპერაციის დროს მოიპოვეს.
„როგორც ISIS-ის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ამირი, აბუ ხადიჯა ISIS-ის გლობალური ოპერაციების, ლოგისტიკისა და გეგმების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი და ორგანიზაციის გლობალური ქსელისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მართავდა“ - წერია აშშ-ს გენშტაბის განცხადებაში





