რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე 31 მარტის საპროტესტო აქცია განვიხილეთ. რაც მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ დღევანდელობაში, სწორედ მისი ინსტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დღე გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე, არ არის დამოკიდებული არც ერთ პარტიაზე ცალკეულად და არც პრეზიდენტზეც, არამედ ეს დამოკიდებულია მთელ პოლიტიკურ სპექტრზე.
ამ თვალსაზრისით საზოგადოებისთვის არ იქნება სიახლე, რომ ნაციონალური მოძრაობა მომხრე იყო ერთიანი ფრონტის, მათ შორის, არჩევნებამდეც. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი, მოკლე და უტყუარი გზა გამარჯვებამდე ივანიშვილის რუსული კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ამას სხვა პოლიტიკური ძალები არ აცნობიერებენ, იძულებითი ფორმით ვერავინ ვერავის აიძულებს გაერთიანებას, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი.
მე ვფიქრობ, რომ 31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ერთგვარი ბოლო ვადა ამ დისკუსიის. ასევე არ არის მიზანშეწონილი ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს ერთგვარი იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას და ასეთი ჩვენ ნამდვილად არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს და ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ზურაბიშვილთან და კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი, რაც მე ვფიქრობ, საზოგადოების კონსოლიდაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის, პიროვნული განსხვავებების დავიწყებისკენ იქნებოდა სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ აქ საუბარია, რომ პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით...





