ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის" - წერია საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მ დაასანქცირა სამივე სახელისუფლებო შტოს არაერთი წარმომადგენელი ისევე, როგორც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.
აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს შეაჩერა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.





