ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯარიმებზე საჩივრების განხილვის ვადა შსს-მ 1-დან 3 თვემდე გააგრძელა – ადვოკატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ჯარიმების საჩივრების განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გააგრძელა. 

"ჯარიმებთან დაკავშირებულმა საჩივრებმა (შსს-ში) პირველი შედეგი უკვე აჩვენა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით გვბარდება დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც, შსს 1-თვიან ვადაში საჩივრის განხილვას ვერ ასწრებს და ვადას 3 თვემდე აგრძელებს. შესაბამისად, კიდევ 2 თვით გადაიდება თითოეული პროცესი და ჯარიმის გადახდის ვადაც". - წერს მიგინეიშვილი Facebook-ზე.

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ აქციაზე გზის გადაკეტვისთვის მიღებული ჯარიმა მან შსს-ში გაასაჩივრა და 12 მარტს ფოსტით მიუტანეს დადგენილება, რომლითაც, მისი თქმით, ეცნობა, რომ საჩივრის განხილვის ვადა 1-დან 3 თვემდე გაგრძელდა. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად, ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები