რუსული რეჟიმი

კობახიძე: რთული ბრძოლა იქნება ტრამპსა და დიფ სთეითს შორის

მშვიდობის დამყარება და დიფ სთეითის დამარცხება ჩვენს რეგიონში არის ერთმანეთთან დაკავშირებული - ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიფ სთეითის დამარცხებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონშიც.

თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ დიფ სთეითის წარმომადგენლები ევროპაში უხეშად ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

[...] ვერ მალავენ კონკრეტული ადამიანები, რომ ისინი არიან მომართული ომისკენ და არა მშვიდობისკენ - ეს არის მათი დაკვეთა.

[...] მთავარი და პრინციპული არის მაინც დიფ სთეითის დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა - მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და დიფ სთეითს შორის.

რამდენადაც შეძლებს დიფ სთეითის დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, ევროპა და ევროკავშირიც.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ

კომენტარები