პაკისტანი

პაკისტანში შეიარაღებული ჯგუფის მტკიცებით, მატარებელში მძევლად 182 პირი აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯის რეგიონის სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფების მტკიცებით, მატარებელში მძევლად 182 პირი აიყვანეს, მათ შორის არიან სამხედროებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციისა და რკინიგზის წარმომადგენლების ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც გვირაბში სეპარატისტებმა გააჩერეს, 400-მდე მგზავრია.

ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციისა და რკინიგზის წარმომადგენლების ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც გვირაბში სეპარატისტებმა გააჩერეს, 400-მდე მგზავრია.

მომხდარზე პასუხისმგებელია ბელუჯის გამათავისუფლებელი არმია (BLA), რომელიც რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. 

BLA-ის მიხედვით, პაკისტანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შედეგად მოკლულია 20 ჯარისკაცი. ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ტერორისტებმა გაავრცელეს განცხადება და სამხედროების ჩარევის შემთხვევაში ყველა მძევლის მოკვლით იმუქრებიან.

"სამოქალაქო მგზავრები, კერძოდ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ბელუჯის მოქალაქეები გათავისუფლებულები არიან და უკან მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცათ. თუ სამხედრო ჩარევა გაგრძელდება, ყველა მძევალს სიკვდილით დასჯიან" – წერია ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებასა და მედიისთვის გაგზავნილ წერილში.

კომენტარები