შვედეთი-საქართველო

შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მლნ. შვედური კრონა გამოუყო

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File photo

შვედეთის მთავრობამ საქართველოს 5 მილიონი შვედური კრონა გამოუყო. ინფორმაცია ამის შესახებ შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. საქართველოსთან ერთად, შვედეთმა უკრაინას 50 მლნ, ხოლო მოლდოვას 5 მლნ. კრონი გამოუყო. 

მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის NATO-ს ფონდებიდან გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს პროექტებს, მათ შორის, კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის სფეროსა და კომუნიკაციის არხების დაცვის სფეროში.

კომენტარები