ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა ეროვნული გალერეიდან გააძევეს.
შემთხვევა სოფიაში, გალერეა Kvadrat 500-ში მოხდა, რომელშიც არტისტების ჯგუფის, Guerilla Girls-ის გამოფენა მიმდინარეობდა.
გამოფენაზე მყოფმა დამთვალიერებლებისა და ორგანიზატორების ნაწილმა მიტროფანოვას გალერეის დატოვება სთხოვა. რამდენიმე ადამიანმა მას "მკვლელი" უწოდა.
მიტროფანოვამ სხვა დარბაზში გადავიდა, სადაც მას ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა დაუყვირა "აქ მოსკოვი არ არის".
საბოლოოდ მიტროფანოვას გამოფენის დატოვება მოუწია.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს რადიო თავისუფლების ბულგარეთის ოფისი ავრცელებს.





