ბულგარეთი-რუსეთი

ბულგარეთის შსს-ს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საელჩო სოფიაში

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალური დირექტორატის ოფიცერმა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაცია გადასცა სოფიაში რუსეთის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

"დავაკავეთ სამინისტროს ერთი თანამშრომელი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საუბარი მაქვს რუსეთზე". - თქვა ბულგარეთის შსს-ს გენერალურმა მდივანმა, ჟივკო კოცევმა.

კოცევმა გამოძიების მიმდინარეობის გამო მეტი დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბრალდებულს თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ამავდროულად, ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს თანამზრახველი ჰყავდა.

კომენტარები