რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: პირველად და ოფიციალურ დონეზე ითქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, პროქსი ომია

თქვენ მოუსმინეთ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, როდესაც პირველად, ოფიციალურად და ამ დონეზე ითქვა, რომ ეს ომი, სინამდვილეში არის პროქსი ომი, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი ამერიკასა და რუსეთს შორის - ეს თქვა სახელმწიფო მდივანმა რუბიომ.

ჩვენთანაც უნდოდათ ვიღაცებს, რომ პროქსები ვყოფილიყავით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ვინც ცდილობენ, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავისი მარტიონეტები, რომლებიც მათ ჭკუაზე დადიოდნენ სააკაშვილის დროს.

ეტყოდნენ, რომ “გაამწვავე”, გაამწვავებდნენ მდგომარეობას რუსეთთან და ხან რა რიტორიკით მიმართავდნენ და ამ დღეებში ვნახეთ ოვალურ კაბინეტში რიტორიკას თურმე რა მნიშვნელობა ჰქონია საერთაშორისო პოლიტიკაში - ახლა მაინც ხო მიხვდა და დაინახა ყველამ პირდაპირ ეთერში, რომ რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა რიტორიკამ და ა.შ.

ზუსტად ამას ცდილობდნენ, რომ ჩვენ 3 წლის წინ ვყოფილიყავით ზუსტად ის პროქსები, რომლებსაც ინსტრუმენტად გამოიყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

არავის არ ადარდებდა არც მაშინ ქართველი ხალხის ბედი, არც ახლა - ვითომ საქართველოს დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ.

ბოლო ქართველამდე იბრძოლებდნენ, ოღონდ საკუთარი ინტერესი გაეტარებინათ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 6 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი - "პროქსი ომია ბირთვულ ძალებს - უკრაინის მხარეს აშშ-სა და რუსეთს - შორის. ამის დამთავრებაა საჭირო და არავის აქვს არანაირი იდეა ან გეგმა, რათა ეს დამთავრდეს".

 

კომენტარები