აშშ-უკრაინა

Reuters-ის ცნობა 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებაზე სიცრუეა – ლივიტი

კეროლაინ ლივიტი
Chip Somodevilla/Getty Images

თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი X-ზე წერს, რომ Reuters-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს, სიცრუეა.

"ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული." - დაწერა თეთრი სახლის სპიკერმა.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმას ტრამპის ადმინისტრაცია აპრილში გეგმავდა. მედიასააგენტო ასევე წერდა, რომ უკრაინელი მიგრანტებისთვის არსებული სამართლებრივი დამცველობითი ჩარჩოების მოხსნა ჯერ კიდევ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებამდე იგეგმებოდა.

თუმცა კეროლაინ ლივიტის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ამჟამად არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ნაბიჯი შეიძლება განიხილებოდეს.

მიგრანტები, რომლებსაც დროებითი ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ, ქვეყნიდან  შეიძლება დაჩქარებულად დაადეპორტირონ.

 

კომენტარები