2024-ში რუსი სარაკეტო პეციალისტები ირანში ორჯერ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters მოგზაურობის დოკუმენტებსა და დასაქმების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მიხედვით, 7 ექსპერტი რუსეთიდან თეირანში 2024 წლის 24 აპრილსა და 17 სექტემბერს გაემგზავრნენ. რუსი ექსპერტების ირანში ორი ვიზიტის მიზეზები უცნობია. ვიზიტები ემთხვევა პერიოდს, როდესაც ისრაელი და ირანი ერთმანეთს რაკეტებით ესხმოდნენ თავს.
ირანის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურმა თანამშრომელმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ რუსი სარაკეტო ექსპერტები ირანის რაკეტების საწარმოებში რამდენჯერმე მივიდნენ, მათ შორის, ორ მიწისქვეშა დაწესებულებაში.
Reuters-ის მიერ დადგენილი პირებიდან შვიდივეს სამხედრო სფეროში გამოცდილება აქვს, მათ შორის ოთხს სამხედრო წოდებაც აქვთ. გამოცემა დაუკავშირდა აღნიშნულ პირებს, თუმცა მათგან ხუთმა უარყო ირანში ვიზიტი, ასევე სამხედრო სფეროში მუშაობა, ხოლო ორმა ზარს არ უპასუხა.
ირანის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვეს კომენტარზე.





