თბილისში, კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში Facebook-გვერდ ჩემი ქალაქი მკლავს საშუალებით გავრცელდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ შედეგად დაშავდა 2 პირი და საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





