რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლუკაშენკო ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის მინსკში შეხვედრას სთავაზობს

ალექსანდრ ლუკაშენკო
 GETTY IMAGES

ალექსანდრ ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრას სთავაზობს.

არსებული ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერმა ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას სურს დაეხმაროს დონალდ ტრამპს კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის დამყარებაში.

ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა - გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"მინსკი მზად არის, რომ უმასპინძლოს აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.

თუ გსურთ, აქ მოდით.

მხოლოდ 200 კილომეტრია ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე, ნახევარი საათი თვითმფრინავით. შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ დასხდეთ - შეთანხმებამდე მშვიდად, ხმაურისა და ყვირილის გარეშე მივალთ.

უთხარით ტრამპს, რომ მე მას ველოდები აქ - ისევე, როგორც პუტინსა და ზელენსკის.

ჩვენ დავსხდებით და მშვიდად მოვილაპარაკებთ". - თქვა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.

რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

კომენტარები