რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: მადლიერები ვართ პრეზიდენტი ტრამპის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ აშშ-ს მიმართ დახმარებისთვის. მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის, კონგრესის, მათი ორპარტიული მხარდაჭერისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. უკრაინელები ყოველთვის აფასებდნენ მხარდაჭერას, განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ამ სამი წლის განმავლობაში. 

ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები. 

ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის. 

როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა, "მშვიდობა ომის არარსებობა არ არის". ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე - თავისუფლებაზე, სამართალზე და ადამიანის უფლებებზე ყველასთვის. ცეცხლის შეწყვეტა არ იმუშავებს პუტინთან. მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები 25-ჯერ დაურღვევია გასული 10 წლის განმავლობაში. ნამდვილი მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია. 

ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შეთანხმებას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ჩვენ ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე უკრაინისთვის სახიფათოა. ჩვენ 3 წელია, ვიბრძვით და უკრაინელ ხალხს სჭირდება, იცოდნენ, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა. 

მე ვერ შევცვლი უკრაინის პოზიციას რუსეთზე. რუსები გვკლავენ. რუსეთი მტერია და ეს არის რეალობა, რომელსაც სახე უნდა გავუსწოროთ. უკრაინას სურს მშვიდობა თუმცა ის უნდა იყო სამართლიანი და ხანგრძლივი. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ ძლიერები მოლაპარაკებების მაგიდასთან. მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც გვეცოდინება, რომ უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს, ჩვენი არმია ძლიერია და პარტნიორები ჩვენთან არიან. 

ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება. 

რთული იქნება აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე. თუმცა ვერ დავკარგავთ ჩვენს ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. გვინახავს, თუ როგორ მოდიან რუსები ჩვენს სახლებში და კლავენ ადამიანებს. არავის სურს, ოკუპაციის კიდევ ერთი ტალღა. თუ ჩვენ NATO-ში არ მიგვიღებენ, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების ნათელი სტრუქტურა ამერიკელი მოკავშირეებისგან. 

ევროპა საგანგებო სიტუაციებისთვისა და ჩვენი დიდი არმიის დაფინანსებაში დასახმარებლად მზად არის. ჩვენ ასევე გვჭირდება აშშ-ს როლი უსაფრთხოების გარანტიების ჩამოყალიბებაში - რა ტიპის, რა მოცულობის და როდის. როგორც კი ეს გარანტიები ადგილზე იქნება, ჩვენ შეგვეძლება რუსეთთან, ევროპასთან და აშშ-სთან დიპლომატიაზე საუბარი. ომი დიდხანს გაგრძელდა და ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი, ისინი სრულად გავდევნოთ. 

როდესაც ვინმე დანაკარგებზე საუბრობს, ყოველი სიცოცხლე ღირებულია. რუსეთი შემოიჭრა ჩვენს სახლებში, მოგვიკლა ადამიანები და ეცადა, წავეშალეთ. ეს უბრალოდ ტერიტორიების ან რიცხვების საკითხი არ არის - ეს რეალურ სიცოცხლეებს ეხება. ეს არის ის, რაც გვინდა, ყველას ესმოდეს. 

მე მსურს, რომ აშშ უფრო მტკიცედ იდგეს ჩვენს გვერდით. ეს არ არის ომი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის; რუსეთმა მოიტანა ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს სახლებში. ისინი არასწორები არიან, ვინაიდან მათ შეურაცხყვეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. 

ყოველ უკრაინელს სურს, გაიგონოს აშშ-ს ძლიერი პოზიცია ჩვენს მხარეს. გასაგებია, რომ აშშ პუტინთან დიალოგისკენ შეიძლება, ისწრაფოდეს. თუმცა აშშ ყოველთვის ლაპარაკობდა "მშვიდობაზე, ძლიერების მეშვეობით" და ერთად ჩვენ შეგვიძლია, ძლიერი ნაბიჯები გადავდგათ პუტინის წინააღმდეგ. 

ჩვენი ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან მხოლოდ ორ ლიდერზე მეტია; ეს არის ისტორიული და მყარი კავშირი ჩვენს ერებს შორის. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვიწყებ ლაპარაკს სამადლობელი სიტყვით ჩვენი ერისგან ამერიკელი ერის მიმართ. 

ამერიკელი ხალხი დაგვეხმარა ჩვენი ხალხის გადარჩენაში. ადამიანები და ადამიანთა უფლებები პირველ ადგილზეა. ჩვენ ჭეშმარიტად მადლიერები ვართ. ჩვენ მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობები გვსურს აშშ-სთან და ვიმედოვნებ, ასეც იქნება. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცეპრეზიდენტ ჯეიდი ვენსთან. 

კომენტარები