კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის: ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველებს და მათ სამართლიან მოთხოვნებს

ფოტო: ახალი

კოალიცია ცვლილებისთვის ინფორმაციით, გაერთიანების წარმომადგენლები ლატვიაში პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს შეხვდნენ.

"შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია გადავეცით საქართველოში რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების, ე.წ. ცრუ-მოწმე პოლიციელებისა და რეჟიმის პროკურორების შესახებ.

ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, "ყველა თანხმდება, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებშია."

კომენტარები