სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 2.4% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.7%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი (+15.4%)
- ყავა, ჩაი, კაკაო - (+11.1%)
- ბოსტნეული და ბაღჩეული (+9.7%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+5.4%)
- რძე, ყველი, კვერცხი (+2.6%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+1.2%)
- თევზეული (+1.2%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები +0.9%)
- პური და პურპროდუქტები +0.8%)
- ხილი და ყურძენი (0.1%);
საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 4.7%-ით გაიზარდა. განათლება 5.2%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით, ჯანდაცვა - 5.4%-ით, დასვენება/გართობა/კულტურა - 0.3%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1%-ით, ტრანსპორტი - 0.4%-ით.
ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.2%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 2.1%-ით გაიაფდა, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე კი, ფასი არ შეცვლილა.





