ეს სანქციები ჩვენთვის ნიშნავს არაფერს, აი, საერთოდ არაფერს ნიშნავს, რამდენიმე დღის წინ პირადად მეც ვთქვი და ჩვენც ვაცხადებთ, რომ ახლა ევრობიუროკრატიიდან, სადაც "დიფ სთეითის" გავლენები არის ჩარჩენილი მძლავრად სამწუხაროდ ჯერჯერობით იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმებიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს აღარაფერს აღარ ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე.
tbl.ge/73ja
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ევროპული ღირებულებები სხვაგანაა, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები კი სხვაგან
- ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი




