სამშობლოს ღალატის მუხლი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატის მუხლის შეტანას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რომელიც "სამშობლოს ღალატისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:

  • საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
  • სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
  • ჯაშუშობა
  • შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
  • საბოტაჟი
  • უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი.

კომენტარები