ის, რაც 2008 წელს მოხდა, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია ქვეყანას. ჩვენ ამ ომით დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ცხადია, უმძიმესი შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ შედიოდა აღნიშნული ომი. ამიტომ, არჩევნების დროს გავაკეთეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, გამოვიძიოთ, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლება. იმ უგუნურმა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, დააზიანა ჩვენი ქვეყანა, მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი. შემთხვევითი არაა, რომ ამ ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, აღნიშნული კანონი გაუქმდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კანონის თავიდან მიღება, რადგან ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს.
სამშობლოს ღალატის მუხლი
კალაძე: ყველა დამნაშავემ, ვისაც ღალატი აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, პასუხი უნდა აგოს
tbl.ge/746v
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე
- პარლამენტმა კანონში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას მხარი დაუჭირა
- პარლამენტმა კანონში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას II მოსმენით მხარი დაუჭირა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სამშობლოს ღალატის მუხლს II მოსმენით მხარი დაუჭირეს
- პლენარულ სხდომაზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს




