რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბოკერია: გვჭირდება, რომ აშშ-ს ჰქონდეს მეტი ინტერესი ჩვენს რეგიონსა და უკრაინაში

ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული, გარდა იმისა, რომ მორალურად ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეს, ჩვენი ინტერესია, იმიტომ რომ ჩვენი მტრის წარმატება და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა ჩვენ გვირტყამს პირდაპირ, ძალიან გვირთულებს ისედაც სახიფათო მდგომარეობას. 

ამერიკის ჩართულობა ნებისმიერი ფორმით, ეკონომიკური ჩართულობით, სამხედრო იდეალური იქნებოდა, მაგრამ არ განიხილება ახლა პირდაპირ სამხედროების განლაგება. მაგრამ იმ მინერალების შეთანხმება, რომელსაც ხელი უნდა მოწეროდა და არ მოეწერა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ეგაა ყველაზე ცუდი შედეგი გარდა ვიზუალის და ამ ძალიან მძიმედ სანახავი ამბისა, რომელიც არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისთვის. 

ჩვენ გვჭირდება, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მეტი ინტერესი ჩვენს რეგიონსა და უკრაინაში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ აფასებს ტრამპს, რომელიც ახლა არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი. ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში, რომელი ნაბიჯისადმიც არ უნდა ვიყოთ კრიტიკული ჩვენ, უკრაინას და თავისუფალ სამყაროს აწყობს, რომ აშშ-ს ჰქონდეს მეტი ინტერესი ამ რეგიონში.

ტრამპისთვის, მისი საარჩევნო ბაზისთვის, იმის დემონსტრირება, რომ მან მიაღწია შეთანხმებას და უკრაინაში აშშ-ს ინტერესია, ჩვენთვის იყო ხელსაყრელი, იმიტომ, რომ ყველა იმ ხმას, კონსერვატიულ კოალიციაში, რომელიც არის ტრამპის გარშემო, ვინც არის მეტი ჩართვის მომხრე, აძლიერებდა. 

იზოლაციონისტების კი ნაკლები არგუმენტი ექნებოდათ. 

ამიტომ, ყველა ვინც საუბრობს იმპერიალიზმზე და იმაზე, რომ იქნებ არ უნდა დაეთმო ზელენსკის, არასერიოზულია. 

ამაზე არის მიბმული მთავარი საკითხი უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენთვის - ის ჩარჩო ხედვა, როგორ უნდა შეჩერდეს, დამთავრდეს ამ ეტაპზე ომი - ევროპული ძალების განლაგება უკრაინაში ამერიკის მხარდაჭერით.

ამბობს ფედერალისტების ლიდერი, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში, გადაცემაში დროება.

კომენტარები