პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ტარიფები მექსიკასა და კანადაზე ძალაში შევა 4 მარტს, ხოლო ჩინეთს იმავე დღეს დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება.
მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები 3 თებერვალს ერთი თვით გადაიდო.
ტრამპმა დაწერა, რომ ნარკოტიკული საშუალებები "მექსიკიდან და კანადიდან კვლავ დიდ და მიუღებელ რაოდენობებში მოედინება ჩვენს ქვეყანაში,“ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეზობელმა ქვეყანამ დაჰპირდა აშშ-ს, რომ გააძლიერებდა საზღვრების კონტროლს.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს საშინელი პრობლემა აშშ-ს აზიანებდეს, ამიტომ, სანამ ეს არ შეჩერდება ან მნიშვნელოვნად არ შეიზღუდება, 4 მარტს დაგეგმილი ტარიფები ნამდვილად შევა ძალაში, როგორც დაგეგმილია,“ - დაწერა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი, რომლის პროდუქციაც უკვე ექვემდებარება 10%-იან ტარიფს აშშ-ს მხრიდან, დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება.





