ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მინდა გითხრათ, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის, გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, უბედური შემთხვევა, რასაც ჰქვია, დაფიქსირებული, იყო სხვა გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული სტიქიური მოვლენებით, ეს იყო სუფთა ბუნებრივი შემთხვევები, აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის, გურიაში გვაქვს მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევა, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ.
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში
მღებრიშვილი: 1 უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული, სხვა ფაქტები არ იყო გამოწვეული სტიქიით
tbl.ge/73a9
დაკოპირდა

ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში ღამის კურიერი.
ამავე თემაზე
- გურიაში, დიდთოვლობისას დაღუპული პირის ოჯახს, ერთჯერადად 20 000 ლარი გადაეცემა
- გურიისთვის, სტიქიით წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო
- უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება - საქართველოს რკინიგზა
- რომელი რეისი გაუქმდა უამინდობის გამო და რომელი შესრულდება - რკინიგზა ჩამონათვალს ავრცელებს
- შსს: დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო




