ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკა

ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრორუს ლიდერს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მილორად დოდიკი
EPA

ბოსნიის სასამართლომ 26 თებერვალს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერს, მილორად დოდიკს, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულია და მას პერიოდულად ხვდება, და მას 6 წლით თანამდებობის დატოვება დაავალა გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

დოდიკი ემხრობოდა ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კონსტიტუციური სასამართლოსა და გაეროს უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს აუქმებდა. შმიდტის თანამდებობა 1995 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ომის ხელახალი გაღვივების აღკვეთის მიზნით შეიქმნა.

დოდიკი საბრალდებო ოქმს უარყოფდა და პასუხად მან ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში სახელმწიფო პროკურორი, სახელმწიფო სასამართლო და სადაზვერვო სააგენტო აკრძალა.

Reuters-ის ცნობით, იგი პატიმრობაში დროის გატარებისგან თავის არიდებას შეძლებს, რადგან ბოსნიელებს შეუძლიათ, ჯარიმის გადახდით პატიმრობა აირიდონ, თუკი სასჯელი ერთ წელს არ აღემატება. 

 გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მას ახლა ორი კვირა აქვს, ხოლო სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ განაჩენი ოფიციალური გახდება. 26 თებერვალს სასამართლო პროცესს არც დოდიკი და არც მისი ადვოკატები ესწრებოდნენ.

"დღეისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინა აღარ არსებობს. მე მჭირდება ხალხის მხარდაჭერა და ბოლომდე გავალ". - უთხრა დოდიკმა მხარდაჭერებს.

კომენტარები