ისრაელმა სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ავიადარტყმები მიიტანა. ინფორმაციას ისრაელი თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს.
"საჰაერო ძალები ინტენსიურად ახორციელებენ შეტევებს სირიის სამხრეთ ნაწილში, ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სირიის სამხრეთ ნაწილში მშვიდობის დამყარებას. ჩვენი გზავნილი ნათელია – არ დავუშვებთ, რომ სირიის სამხრეთი გადაიქცეს ლიბანის სამხრეთ ნაწილად". - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
კაცის განმარტებით, ავიაიერიშების სამიზნე სამხედრო ობიექტებია. მედიის ცნობით, ოპერაციასთან დაკავშირებით მას მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია.
ბოლო დღეებში, ისრაელის მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ სირიის სამხრეთ ნაწილის დემილიტარიზაციას მოითხოვდა და ამბობდა, რომ ისრაელი დამასკოს სამხრეთით სირიის არმიის გადაადგილებას არ დაუშვებს.





