დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ქუთაისის აეროპორტის Shuttle bus-ების მოძრაობა დიდთოვლობის გამო დროებით შეჩერდა

ქუთაისის აეროპორტის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის და უამინდობის, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო, აბუ-დაბი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მოგვიანებით, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს,18:00-ზე შეასრულებს. აეროპორტი აღნიშნავს, რომ რეისის ყველა მგზავრს სასტუმროში დააბინავებენ.

"ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. "შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ" - წერია 
 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.

კომენტარები