გაერომდე, ევროპაში აშშ-ს მიერ დაინიცირებული ვარიანტი იმგვარად შეცვალეს, რომ თავად ამერიკელებმა აღარ დაუჭირეს მხარი და ჩვენც ასე მოვიქეცით.
დღეს რაც არ უნდა კითხვა დასვან, ყველაზე საერთო პასუხი და პოზიციაა, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვავენლობის პოზიციას დავეთანხმეთ ბოლომდე, ყველა ნიუანსში, ანუ არ არის ნიუანსი, სადაც არ დავეთანხმეთ. იმდენად სწორი პოზიცია ჰქონდათ ამერიკელებს ამ შემთხვევაში, რომ ყველაფერში დავეთანხმეთ, რასაც მხარი არ დაუჭირეს, არ დავუჭირეთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამერიკელები იყვნენ, იმიტომ, რომ მართლები იყვნენ.
დღეს სპეკულაციური კითხვა დაისვა - ავტორს აქვს მნიშვნელობა და შინაარსს არაო? შინაარსს რომ არ ჰქონოდა მნიშვნელობა, დავეთანხმებოდით შარშანაც, მაგრამ შარშან პოზიცია იყო ბინძური, არამხოლოდ, ტყუილი, არამედ ბინძური პოზიცია იყო ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და წელს არის მორალურად სწორი და საქართველოსთვის სასარგებლო, რაც ჯდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.