დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

სამწუხაროდ, სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი - რწმუნებული

სტიქიის პირველივე დღიდან, გურიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი რეგიონის წინაშე.

სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ.

უთხრა რუსთავი 2-ს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.

კომენტარები