ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ცნობილაძე ჩხრეკაზე: ჩემ წინააღმდეგ საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ახლა მე აქ არ ვიდგებოდი

ერთი რამე ფაქტია, რომ საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ ახლა მე აქ არ ვიდგებოდი არცერთ შემთხვევაში, დამაკავებდნენ. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. მოვიდნენ დილას სადღაც, ალბათ თერთმეტი საათი იყო, მეძინა გაღვიძებულიც არ ვიყავი წესიერად. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, მათი შემოსვლის ფორმა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. 

ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილო იმიტომ, რომ ეს დისკები არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა ჩვეულებრივად ადრე რომ "ვეხაეს"-ის კასეტებს ვეძახდით იმაზე და მერე არის ეს გაციფრულებული და ეს დისკები არის წაღებული. წაღებული არის ლეპტოპები, ნუ იქ შეიძლება საფეხბურთო ამბები არის იმ დისკებზე, ანუ მთელი ჩემი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ და მთელი ჩემი ცხოვრებაა ფეხბურთს ვემსახურები და ჩემი ცხოვრებაა საფეხბურთო კომენტატორი ვარ და შესაბამისად, ესენი არის წაღებული. ასევე, ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ რაღაცები, დავუშვათ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დამაწიოკეს. 

მაინც, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ და სრულიად გასაგებია რა უშლით ნერვებს.

თქვა სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტაბულას უთხერს, რომ საქმე დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას ეხება.

კომენტარები