ისრაელი

ისრაელში, თელ-ავივში სამი ავტობუსი აფეთქდა

ისრაელში, თელ-ავივის გარეუბნებში სამი ავტობუსი აფეთქდა. 

ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი და პარკინგზე იყო გაჩერებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა ბომბები ამოიღეს კიდევ ორი ავტობუსიდან, სანამ ასაფეთქებელი მოწყობილობები გააქტიურდებოდა.

ისრაელის მედიის ცნობით, თითოეული დანადგარი 5 კილოგრამამდე ადაფეთქებელს შეიცავდა.

ტრანსპორტის მინისტრმა, მარი რეგევმა გასცა ბრძანება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდეს.

პოლიციამ ისრაელის მედიასთან საუბარში თქვა, რომ ეჭვი დასავლეთ სანაპიროზე მოქმედ პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებებზე მიაქვთ.

პარალელურად ტელეგრამ არხზე, რომელიც ირწმუნება, რომ ჰამასის ტულკარემის ბატალიონს წარმოადგენს, გავრცელდა პოსტი, რომელიც აფეთქებას ეხმაურება, თუმცა პასუხისმგებლობას პირდაპირ არ იღებს.

ისრაელის ტელევიზიის ცნობით, ასაფეთქებლები პარასკევს დილით უნდა აფეთქებულიყო. 

თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დადო პირობა, რომ ტერორისტებს მიაგნებენ.

კომენტარები