ავიაკატასტროფა

არიზონაში 2 მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა, დაღუპულია 2 ადამიანი

KNXV/AP

არიზონაში, მარანას რეგიონულ აეროპორტთან 2 მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთის ბორტზე მყოფი 2 ადამიანი დაიღუპა. 

ორივე თვითმფრინავზე 2-2 ადამიანი იმყოფებოდა.

შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი თვითმფრინავი მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა, თუმცა მეორე ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა და დაიწვა. დაღუპულებიც სწორედ მეორე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. 

შეჯახება ადგილობრივი დროით 8:30 საათზე მოხდა. 

ABC News-ის ცნობით, მარანას რეგიონული აეროპორტი, საიდანაც თვითმფრინავები აფრინდნენ, არ კონტროლდება აშშ-ს საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის მიერ. ამ აეროპორტში ოპერირებისას მეთაური პილოტია პასუხისმგებელი სხვა თვითმფრინავებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაზე.

საქმეზე FBI-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. 

კომენტარები